„ჯი-თი ენოლოჯიკა” არის „ჯი-თი გრუპ“ ჰოლდინგში შემავალი ქართულ-იტალიური კომპანია, რომელიც „ჯი-თი გრუპმა“ 2014  წელს დააფუძნა იტალიურ კომპანია „Consulente Enologica”-თან პარტნიორობით.

კომპანიის საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია მეღვინეობასთან და მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  • ღვინის წარმოებისთვის საჭირო დანადგარების იმპორტი. “ჯი თი ენოლოჯიკა” ქართულ ღვინის საწარმოებს აწვდის თანამედროვე , ინოვაციურ ტექნოლოგიებს წამყვანი ევროპული მწარმობლებისგან  და უზრუნველყოფს მათ გამართულ ფუნქციონირებას დროული და კვალიფიციური გაყიდვების შემდგომი მომსახურებით. ამ მიმართულების ფლაგმანი ბრენდი „ჯი თი ენოლოჯიკას“ პორტფელში გახლავთ “Bucher Vaslin”, რომელიც არის დარგის ლიდერი მსოფლიოში.
  • ღვინის წარმოების, მომზადებისა და შენახვისთვის საჭირო მასალებისა და კომპონენტების იმპორტი. ჩვენს მიერ იმპორტირებული ICE-ს ბრენდის პროდუქტები შექმნილია წამყვან იტალიურ სამეცნიერო ინსტიტუტებთან პარტნიორობით და უკვე რამდენიმე წელია წარმატებით გამოიყენება ქართველი მეღვინეების მიერ.
  • სხვადასხვა ტიპის მომსახურება: ტექნიკური მხარდაჭერა, ახალი საწარმოს პროექტირება, კონსულტაციები და ტრეინინგები. აღვნიშნავთ, რომ თითოეული ჩვენი მომხმარებლის მომართვა ახალი საწარმოს შექმნაზე, მუშავდება  იტალიელი ექსპერტების აქტიური ჩართულობით. შედეგად, ჩვენს პროექტებში უმცირესი დეტალიც კი გათვლილია და ნებისმიერი გადაწყვეტა სათანადოდ დასაბუთებული.

გარდა მეღვინეობის მიმართულებისა კომპანია წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა საკვები პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო დანადგარების თუ მთლიანი ტექნოლოგიური ხაზის მიწოდებას.  ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ: თაფლის ჩამოსასხმელი ხაზი, რძის გადამამუშავებელი დანადგარები, სხვადასხვა სითხეების ჩამოსასხმელი დანადგარები და სპირტის სახდელები.2019 წლიდან თანამშორმლობა დავიწყეთ სლოვენიურ კომპანია  SRAML თან და შედეგად მომხმარებლებს ვთავაზობთ ხილის წვენის წარმოებისთვის საჭირო დანადგარების სრულ ხაზს.

მევენახეობის მიმართულებით, კომპანია მომხმარებელს თავაზობს ელექტრო სეკატორებს და შემხვევებს წამყვანი ფრანგული კომპანიისგან „Infaco”.

კომერციული საქმიანობის პარალელურად, კომპანია ახორციელებს აქტივობებს,რომელთა მიზანია ქართველ და იტალიელ მეღვინეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ქართული ღვინის პოპულარიზაცია იტალიაში და წამყვანი იტალიური უნივერსიტეტების დაინტერესება ქართული მევენახეობა-მეღვინეობით.

ენოლოჯიკა © 2019