MINI

 

Mini Hobby 10L

აღწერილობა:

ქვაბის მოცულობა: 10 ლტ

ქვაბის ძირის სისქე: 1,5 მმ (  ელექტროლიტური სპილენძი –  Cu DHP ხარისხი (ფოსფორისგან დეოქსიდირებული სპილენძი-  99,96%)

ქვაბის კედლის სისქე: 1,5 მმ (  ელექტროლიტური სპილენძი –  Cu DHP ხარისხი (ფოსფორისგან დეოქსიდირებული სპილენძი-  99,96%)

ქვაბის სახურავის სისქე: 1 მმ (  ელექტროლიტური სპილენძი –  Cu DHP ხარისხი (ფოსფორისგან დეოქსიდირებული სპილენძი-  99,96%)

გამაციებლის სისქე: 1 მმ (  ელექტროლიტური სპილენძი –  Cu DHP ხარისხი (ფოსფორისგან დეოქსიდირებული სპილენძი-  99,96%)

კალათის სისქე: 1 მმ (უჟანგავი ფოლადი)

ელექტრო გამაცხელებელი :  2 KW

 

მცირე ზომის, მულტიფუნქციური სახდელი, განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის მაღალალკოჰოლური სასმელებისა და ეთერზეთების წარმოებისათვის, სახლის პირობებში.

სახდელი მოიცავს: ელექტრო გამაცხელებელს (2kW), ელექტროლიტური სპილენძისაგან დამზადებულ  ქვაბს, უჟანგავი ფოლადის კალათას, ორთქლის ტემპერატურის საზომს და თავსახურს, რომელიც უკავშირდება გამაციებელს.

გამაციებელი აღჭურვილია წყლის ნაკადის მარეგულირებელი ონკანით და უზრუნველყოფს სწრაფ კონდესანციას გამოხდის პროცესში.

უჟანგავი ფოლადის კალათით შესაძლებელია სასმელების სხვადასხვა არომატებით გამდიდრება და ესენციური ზეთების დამზადება. კალათა არის მოძრავი და შესაძლებელია მისი ამოღება.

მოწყობილობა მუშაობს ღია ორთქლის ცირკულაციის სისტემაში, დამატებითი უსაფრთხოებისთვის კი თავსახურზე დამონტაჟებულია დამცავი სარქველი, რომელიც მაღალი წნევის შექმნის შემთხვევაში გამოანთავისუფლებს ორთქლს.

 

 

 

ენოლოჯიკა © 2021

კონტაქტი

ჩვენ მუდამ გაგვიხარდება თქვენთან შეხვედრა